"ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გარემოებების დასადგენად ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება გამოიკვლია", - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.