მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.55 ლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 3.2%-ით ნაკლები; ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით 4.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტი“ (ISET) ავრცელებს.
ISET-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში იმერული ხაჭაპურის ღირებულება ყველა ქალაქში შემცირდა. კერძოდ, ინდექსის ყველაზე დიდი - 4.7%-იანი კლება თელავში დაფიქსირდა. 4%-ით შემცირდა ხაჭაპურის ინდექსი თბილისში, ბათუმში - 1.5%-ით, ხოლო ქუთაისში - 2.7%-იანი კლება დაფიქსირდა.
"აისეტის" განმარტებით, ინდექსის შემცირება, რძის პროდუქტებზე ფასის კლებამ გამოიწვია.