ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, 2021 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4 ლარი და 61 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 3.4%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ინდექსი ყველა ქალაქში შემცირდა, თუმცა, განსაკუთრებით შესამჩნევი - 3.1%-იანი ვარდნა ქუთაისში იყო. შედეგად, ქუთაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 4 ლარიდან და 63 თეთრიდან 4 ლარამდე და 49 თეთრამდე შემცირდა. თბილისსა და თელავში ხაჭაპურის მომზადების ფასი 4 ლარი და 87 თეთრი იყო; ბათუმში კი - 4 ლარი და 68 თეთრი.
რაც შეეხება შემცირების მიზეზებს, „აისეტის“ ცნობით, ეს სეზონურია და დიდმარხვის გამო რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.