UFC 242-ის მთავარ ბრძოლაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი დასტინ პორიე მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ხაბიბი თავიდან აქტიურობდა, თუმცა მეტოქემ გაუძლო, შემდეგ თავად შეუტია, მაგრამ მესამე რაუნდში დაღესტნელმა მახრჩობელა ილეთით მოგუდა და მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეორედ შეინარჩუნა. ახლა მას კარიერის დასრულებამდე ორი ბრძოლაღა დარჩა - ტონი ფერგიუსონთან, როგორც ყველაზე აუცილებელ პრეტენდენტ და გამოწვევაში მთავარ კონკურენტთან და ჟორჟ სენ-პერთან.