“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია. - სწორედ ამ თემას განიხილავდნენ გადაცემა "360 გრადუსის" პირდაპირ ეთერში, როდესაც სტუდიასი ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოითხოვა ირაკლი ზარქუამ. ოპონენტის დანახვაზე ხაბეიშვილმა ეთერში საუბრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სტუდია დატოვა.