ხაბაროვსკის ოლქში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, დაკავება გააპროტესტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 40 000-მდე ადამიანმა მიიღო, ისინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ის 15 წლის წინ ბიზნესმენების მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი. ორი წლის წინ ფურგალმა არჩევნებში პუტინის პარტიის, კანდიდატი დაამარცხა.