მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკული კალათბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა კევინ დიურანტმა ბრუკლინ ნეთსიდან გაცვლა მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კლუბები განიხილავენ ტრეიდში ჩართვას და კეიდის დამატებას. კევინ დიურანტი ბრუკლინ ნეთსს 2019 წელს შეუერთდა.
მიმდინარე სეზონი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი გუნდი პლეიოფს პირველივე წრიდან გამოეთიშა. ბრუკლინელები ბოსტონთან სერიაში ყველასათვის მოულოდნელად 4-0 დამარცხდნენ. დიურანტი ნბა-ს 2021-2022 წლების სეზონში საშუალოდ 30 ქულას 7 მოხსნა და 6 პასს აგროვებდა.