იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის განცხადებით მოსამართლის შერჩევისას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს შესაძლოა კიდევ რამდენიმე პუნქტი დაემატოს. მისი ინფორმაციით კონკრეტული კრიტერიუმების დამატებასთან დაკავშირებით ჯგუფი შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ითხოვს, დაკონკრეტდეს ბერკეტები, რის მიხედვით არ უნდა გამწესდნენ უვადოდ მოსამართლეები 2024 წლამდე, და მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომის შესახებ, იგი აცხადებს რომ ეს მოთხოვნა არის არალეგიტიმური და მათ არანაირი უფლება არ აქვთ ამ მოთხოვნის წაყენების.