პრეზენტაცია - "კეთილი განწყობით" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მთავარი იდეა, ტურიზმის ინდუსტრიის მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და ასევე მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლებაა. სპეციალისტების თქმით, დღეს მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს სწორედ მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების არაკეთილგანწყობა წარმოადგენს. მარკეტინგული კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე. აღსანიშნია, რომ მსგავსი ხასიათის კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდება. საზოგადოებისთვის პროექტის გაცნობა სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული ხერხებით განხორციელდება.