Legatum-ის 2017 წლის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა.ინდექსი ყოველწლიური რანჟირებაა, რომელსაც Legatum Institute აქვეყნებს. რანჟირება სხვადასხვა ფაქტორებს ეყრდნობა. მათ შორის სიმდიდრეს, ეკონომიკურ ზრდას, განათლებას, ჯანდაცვას, პერსონალურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის საუკეთესო პოზიცია უკავია.
ცნობისთვის, ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 2012 წლიდან არის მოხსენიებული. ინდექსის მიხედვით, საქართველო 2012 წელს 93-ე პოზიციაზე იყო.