ლოს-ანჯელესის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მომღერალ კეტი პერის სიმღერა Dark Horse რეპერ Flame-ის სიმღერის Joyful Noise-ის პლაგიატია. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს. 9 წევრისგან შემდგარმა ფედერალურმა ჟიურიმ დაადგინა, რომ 2013 წელს გამოსული Dark Horse-ი ინტელექტუალურ ქურდობას წარმოადგენს.