დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა ქეთი მელუამ ახალი ალბომი გამოსცა. მელუამ ალბომზე გორის ქალთა გუნდთან ერთად იმუშავა. "ზამთარში" - ასე ჰქვია ქართველი მუსიკოსის ახალ ალბომს. მელუას ახალ ალბომზე ინფორმაციას "ბიბისიც" ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი ალბომის ჩასაწერად მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა და საკუთარ წარმომავლობას გადახედა. ქეთი მელუას ახალი ალბომი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა მსურველებს ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლიათ.