შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქთევან ციხელაშვილმა, ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის მე-3 სკოლაში ცნობილი და წარმატებული კურსდამთავრებული ქალების მემორიალური დაფა გახსნა. მემორიალური დაფის გახსნამდე, ქუთაისის ოპერის თეატრიდან, მე-3 სკოლამდე მსვლელობა გაიმართა. ხუთმა სპიკერმა ქალმა იმ ცნობილი ქალბატონების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნულ გიმნაზიაში სწავლობდნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქუთაისის მერმაც. ღონისძიების ბოლოს მან მე-3 სკოლელი წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა.