შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვით შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ქართული მხარე არც ერთ ზარს უყურადღებოდ არ ტოვებს. ქეთევან ციხელაშვილი ყველა მხარეს ე.წ. საზღვრის გახსნისა და მიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებს.