საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ციხელაშვილი ვენაში საქართველოს ელჩად ინიშნება.