რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ყველას, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილი გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმომსვლელთა კონტროლის გაძლიერებას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს შეზღუდვა დამატებით პრობლემებს უქმნის ცხინვალის რეგიონის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, რომელთათვისაც გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.შეგახსენებთ, რომ ამიერიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად სპეციალური ე.წ. საშვია აუცილებელი.