„პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან იქნეს გამოსავალი მოძებნილი,“ - ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერის გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.როგორც მინისტრი ამბობს, სწორედ ამ მძიმე ვითარების ტრაგიკული გამოვლინებაა არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება და მისი ცხედრის გადმოსვენების დროში გაჭიანურება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.