შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა კორინევიჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაცია, რაც კიდევ უფრო მეტ რისკს ქმნის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. მხარეებმა ორი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით გაწეული ძალისხევა განიხილეს.