შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობას ხვდება. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და კითხვებზე პასუხის გაცემაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილს ქეთევან ციხელაშვილი მთავრობის ადმინისტრაცაში რამდენიმე დღის წინაც შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პანკისელებმა სახელმწიფო მინისტრს ის საკითხები გააცნეს, რომელიც ხეობის მაცხოვრებლებს აწუხებს და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ინტენსიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.