პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილს ქეთევან ციხელაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პანკისელებმა სახელმწიფო მინისტრს ის საკითხები გააცნეს, რომელიც ხეობის მცხოვრებლებს აწუხებს და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ინტენსიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი ინფორმაციით, როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ისლამ გორგიშვილმა განაცხადა, მათ სახელმწიფო მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, გათვალისწინებული იქნება.