ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობს - Palitra News

ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობს

2020-02-19 14:58:24+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხივნალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს. როგორც ციხელაშვილი ამბობს ის ზომები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი მიმართავს პრობლემებს უქმნის , არა მხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხივნალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ნაცვლად იმისა, რომ გადაიდგას ნაბიჯები მდგომარეობის შემსუბუქებისკენ, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ქეთევან ციხელაშვილის თქმით ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტის გახსნაა აუცილებელი.