"ომიდან 10 წლის თავზე ადამიანები ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს რუსეთის პოლიტიკის გამო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განსაკუთრებიოთ მწვავედ აწყდებიან" - ეს განცხადება ქეთევან ციხელაშვილმა ნატო საქართველოს კომისიის სხდომა გააკეთა.
კომისიის სხდომისას, რომელიც მთლიანად კონფლიქტზე საუბარს დაეთმო, ქეთევან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო დეტალური ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და კომისიის წევრებს ყველა ის ნაბიჯი გააცნო, რომელსაც ქვეყანა კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აპირებს. მათ შორის საუბარია ეკონომიკურ პროექტებზე რომელიც, გარდა ფინანსური სარგებლისა, პირველ რიგში მავთულხლარტებით გაყოფილ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას ბრიუსელში ერთპიროვნული მხარდაჭერა აქვს, რაც ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ასევე ალიანსმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის მხარდაჭერა.