ქეთევან ციხელაშვილი ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას აფასებს - Palitra News

ქეთევან ციხელაშვილი ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას აფასებს

2019-08-30 18:59:25+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას აფასებს. როგორც ციხელაშვილი აცხადებს, შეთანხმდა კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისათვის, რაც ქართული მხარის მთავარი ამოცანა იყო. სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოვთქვამს, რომ ეს შეთანხმება "პირნათლად იქნება დაცული". ამასთან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება კონსტრუქციული პოზიციის ერთგული რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს შექმნა, მათ შორის, იგივე პოლიციის საგუშაგოთი.