შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმთ, საპრეზიდენტო არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა. მისი შეფასებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ნებას ვერ გამოხატავს იმ ფონზე, როცა მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია.
ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა დე ფაქტო ცხინვალის განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატში ისინი აპირებენ დააყენონ საკითხი ქართველ სამართალდამცველთა ე.წ. პროვოკაციული მოქმედებების თაობაზე. სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ თვეში არაერთი პროვოკაციული ქმედება ვიხილეთ.