შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გამყოფხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საბავშვო ბაღს და კარალეთის N1 და N2 ბაღებს ესტუმრა.
ციხელაშვილმა საბავშვო ბაღებს მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მეტად აქ ჭირდებათ ადამიანებს მხარდაჭერა, რომ დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე და გაზარდონ ბავშვები.