ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. როგორც კალაძემ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, ინფორმაციის მიხედვით, რასაც მას ეუბნებიან, CO-ს გაჟონვით დაიღუპა 7 ადამიანი, კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე გაუჭირდება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს. მისივე თქმით, გამკაცრდება რეგულაციები, რისი აუცილებლობაც ფაქტია რომ არსებობს. კალაძემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.