შემოქმედების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით ქეთევან შენგელიას საპატივსაცემოდ პოეზიის საღამო მოეწყო. პოეტმა აუდიტორიას ისტორიულ, ფილოსოფიურ, სამშობლოს, ბუნებისა და სიყვარულის თემებზე შექმნილი ლექსები შესთავაზა. შემოქმედებით საღამოზე ასევე პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შესრულდა. საღამო საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს პოეტს ორი პრემია მიენიჭა. მწერათალა კავშირმა მას ნიკოლოზ ბარათაშვილის, ხოლო რუსთაველის საზოგადოებამ ნიკო სამადაშვილის სახელობის პრემია გადასცა.