წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები უახლოეს მომავალში საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება. შეთანხმება ინდოეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ბოლო ეტაპზეა. წამებული დედოფლის ნეშტის ნაწილებს გოადან თბილისში, სამების ტაძარში, მიაბრძანებენ.საპატრიარქოს ჩართულობით, ნეშტის ნაწილები სამების ტაძრისა და ეროვნული მუზეუმის გარდა, საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში იქნება გადასვენებული, სადაც მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ. 10 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დედაოფალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება-გადასვენების ხარჯები ბიუჯეტიდან დაფინანსდება.