ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია 4 მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდება. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 მილიონ 695 ათას 437 ლარია.
შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გზაზე მოძრაობის ინტენსიობა მაღალია, ამასთან არ არსებობს სრულფასოვანი ალტერნატიული გზა, შეუძლებელია სამუშაოების პროცესში გზაზე მოძრაობის სრული ჩაკეტვა. რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს.