კერძო ტელემაუწყებლები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ინიცირებულია პროექტი ”მაუწყებლობის კანონში ცვლილებების შესახებ”, რომლითაც ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სრულად იხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და ამ ნაწილში მისი რეგულაცია უთანაბრდება კომერციული არხების რეგულაციას, კომერციული რეკლამის ნაწილში კი არათუ დღემდე არსებული ლიმიტები იზრდება, არამედ მაუწყებელს უჩნდება ახალი შესაძლებლობები და დამატებითი დრო კომერციული რეკლამის განსათავსებლად. „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტით გარანტირებული წლიური დაფინანსება მუდმივად აღემატება მთლიანი ტელე სარეკლამო ბაზრის მოცულობის 50%-ს. შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე. გარდა ამისა, ყველა ქართული ტელევიზიის ჯამური წლიური შემოსავლისა და მაუწყებლის წლიური ბიუჯეტის შედარება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრობლემა არ გახლავთ ბიუჯეტის სიმცირე და პრობლემების მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ“- ნათქვამია განცხადებაში. . კერძო ტელემაუწყებლები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა უარი თქვას აღნიშნული ცვლილებების მიღებაზე. კერძო ტელემაუწყებლები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა უარი თქვას აღნიშნული ცვლილებების მიღებაზე. მიმართავს ხელს აწერს 25 ტელეკომპანია, მათ შორის პალიტრანიუსი, რუსთავი 2, კავკასია, ტვ პირველი, ტვ ობიექტივი ასევე რეგიონალური მედიასაშუალებები.