კორონავირუსის ფონზე შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით ახალი პლატფორმა ერთიანობა. ჯი შეიქმნამ რომელში გაერთიანებულ მოხალისეებს და კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ კოორდინირებულად და საერთო რესურსების მობილიზებით დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, უფრო კონკრეტულად, მოცემული პროექტის ფარგლებში მოხალისეები საჭიროებების მიხედვით იმოქმედებენ და სხვადასხვა ფუნქციებს შეითავსებენ, რაც შეიძლება გულისხმობდეს, მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას, მათთვის პროდუქტების ადგილზე მიტანას.
ერთიანობის ერთ-ერთი დამფუძნებელის ნინო ზამბახიძის თქმით, აღნიშნული პლატფორმა კორონავირუსის დამარცხების შემდეგაც იარსებებს და მზად იქნება ნებსიმიერ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს ქვეყანას.