კერძო კომპანიების სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.9% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, 2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 5 მილიონ 400 ათასი ლარით გაიზარდა და 89 მილიონ 830 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 2017 წელთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 14 ათას 885 პოლისით მეტია გაცემული. კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში 539 ათას 185; 2018 წელს კი - 554 ათას 70 პოლისი იყო გაცემული.