დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, კერძო კომპანიების სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 14.6% სარგებლობს. ამის შესახებ, სამსახურის 2017 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2017 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა 21მილიონ 970 ათასი ლარით გაიზარდა და 197 მილიონ 290 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ათას 99 პოლისით მეტი გაიცა. კერძოდ, 2017 წელს - 544 ათას 356; 2016 წელს კი - 543 ათას 257 პოლისი იყო გაცემული.