ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი სამაშველო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "14 ადამიანი დაღუპულია. შესაბამისად, 32 ადამიანიდან 6 ადამიანის ბედი უცნობია. 12 ადამიანი კი გადარჩენილია", - განაცხადა წყარომ. ორ გემზე ხანძრის გაჩენა ბორტიდან ბორტზე საწვავის გადაცემას უკავშირდება. არსებული მონაცემებით, ორივე გემი ტანზანიის დროშით არის. ერთზე 15, მეორეზე კი - 17 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან.