გახდა. ფინალში გერმანელი ჩოგბურთელი ჩეხ კაროლინა პლისკოვას დაუპირისპირდა და 3 სეტში ანგარიშით 6-3 4-6 6-4 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა არტურ ეშის კორტზე 2 საათი და 7 წუთი მიმდინარეობდა. ამ გამარჯვებით კერბერმა წლევანდელ წელს დიდი სლემის მეორე ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, ამერიკის ღია პირველობაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ორშაბათს გამოსაქვეყნებელ ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო რეიტინგში კერბერი პირველ ადგილს დაიკავებს და ის ამერიკელ სერენა უილიამსს გადაასწრებს.