10 ნოემბერი კერატოკონუსის საერთაშორისო დღეა. მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და მხოლოდ ქირურგიულია. მიდგომა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე; საწყის სტადიაზე, პროგრესირების შეჩერების მიზნით, შესაძლოა საკმარისი იყოს “ქროს-ლინქინგი” რიბოფლავინით.
მოგვიანებით სტადიაზე საჭიროა რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც რქოვანა ძალიან გათხელებულია საჭირო ხდება რქოვანას გადანერგვა - ანუ კერატოპლასტიკა. ამ დროს პაციენტის რქოვანას დონორის ჯანსაღი რქოვანა გარსით ცვლიან. კერატოპლასიკა მროფ.მერაბ დვალის კლინიკა „აალ მზერაში“ 1997 წლიდან წარმატებით კეთდება. ვინაიდან კერატოკონუსი არის მხედველობის ორგანოს ერთ-ერთი რთული პათოლოგია, რომელსაც მივყავართ მხედველობის მკვეთრ დაქვეითებამდე, ამიტომ რეკომენდებულია, დროულად მივმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს, რადგან დროული დიაგნოსტიკა განსაზღვრავს სწორი მკურნალოს ტაქტიკის შერჩევასა და შორს წასული გართულებების თავიდან აცილებას.