კენკროვანი ხილი გასულ კვირას, საქართველოსა და რუსეთის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანაში გაიაფდა. ამის შესახებ East fruit-ის კვლევაშია ნათქვამი. ამავე მონაცემების მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბაღის მარწყვის სეზონი დასრულდა, მწარმოებლებმა პროდუქტი 20%-ით გააძვირეს. შესაბამისად, 1 კილოგრამი ბაღის მარწყვის ღირებულება საშუალოდ, დოლარი და 26 ცენტიდან -3 დოლარამდე და 39 ცენტამდე მერყეობდა. რაც შეეხება ჟოლოს, გასული კვირის მდგომარეობით, 1 კილოგრამი პროდუქტი დოლარი და 83 ცენტი, ხოლო წითელი მოცხარი - 2 დოლარი და 56 ცენტი ღირდა.
რუსეთში კენკროვანი ხილის ფასი მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შემცირდა და 1 კილოგრამის ღირებულებამ საშუალოდ, დოლარი და 55 ცენტიდან - 2 დოლარამდე და 32 ცენტამდე შეადგინა. თუმცა, რუსეთის ბაზარზე ჩრდილოეთის ტერიტორიიდან შეთავაზებული პროდუქტი ჭარბობდა, რომლის ფასმაც 2 დოლარსა და 79 ცენტს მიაღწია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, წითელი მოცხარის ფასი ყველაზე მეტად ტაჯიკეთსა და უზბეკეთში შემცირდა.