კენიის დედაქალაქ ნაირობიში ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში შენობის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე შვიდი ბავშვი დაიღუპა.
"ბიბისის" ცნობით, ხის კონსტრუქცია ჩამოინგრა მაშინ, როდესაც გაკვეთილი ახალდაწყებული იყო. დაშავებულია ათობით ადამიანი, ადგილზე სამედიცინო დახმარების ჯგუფები და მაშველები მუშაობენ. 57 ადამიანი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
სკოლის დირექტორი ჩამონგრევის მიზეზად სკოლასთან ახლოს მდებარე მიმდინარე საკანალიზაციო მილების სამშენებლო პროცესს უკავშირებს, რის გამოც დირექტორის თქმით, სკოლის შენობის საფუძველი დაზიანდა.
მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.