ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირისგან 75 მლნ-იანი დახმარება არ სჭირდება, სიურპრიზი იყო. როგორც მან განაცხადა, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, რეფორმები, რაზეც გასულ წელს საქართველო და ევროკავშირი მუშაობდნენ, უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით კონგრესი უყურებს თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები საქართველოში. როგორც დეგნანმა აღნიშნა საელჩო საკმაოდ ახლო კოორდინაციაში არის საქართველოს მთავრობასთან და იციან თუ რა საჭიროებები გააჩნია ქვეყანას.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირისგან გამოყოფილ 75 მლნ ევროზე უარს ამბობს. მმართველი გუნდის წევრები მიზეზად ეკონომიკის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს, საგარეო ვალი შეამციროს.