ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის შეფასებით საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იმის ნიშანია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხების შემუშავებაში.
ელჩის თქმით, აშშ ღიაა შეხვედრისა და დიალოგისთვის, მაგრამ უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე. გარკვევით ითქვა რომ შტატები არ აპირებს ევროპის საკითხებზე ისაუბროს ევროპის გარეშე და ნატოს თემებზე ნატოს მოკავშირეების გარეშე.
დიპლომატის განცხადებით შტატები შეინარჩუნებს მჭიდრო კოორდინაცას საქართველოს და უკრაინის მთავრობებთან.