ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს დროს და გაითვალისწინებს გარკვეულ ასპექტებს, რათა საარჩევნო რეფორმა ეფექტურად განხორციელდეს.