საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა, მაგალითად, როგორც დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმებისას. მისივე თქმით მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს.
დეგნანი ამბობს, რომ ქართველ ხალხს აქვს სურვილი, შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას.