ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. დიპლომატი ამბობს რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილმა საჭირო მკურნალობა მიიღოს და მისი კლინიკაში გადაყვანა პოზტიურ ნაბიჯად ჩაითვლება, რასაც უნდა მოჰყვეს მიუკერძოებელი შეფასება და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები. დეგნანის თქმით ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და არ აქვს მნიშვნელობა ეს სააკაშვილის თუ სხვა ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის საკითხი იქნება.