საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას პოზიტიურ ფაქტს უწოდებს.
აშშ-ს ელჩი მადლობას უხდის პოლიციას ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, ხოლო მედიას - სასამართლო პროცესის გაშუქებისთვის.
მისი თქმით, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა განაგრძოს ძალისხმევა, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს.