აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის შემუშავებულ „ქცევის კოდექსს" აფასებს და მიიჩნევს რომ ინიციატივა იმდენად კარგია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს. ელჩი პოლიტიკურ პარტიებს „ქცევის კოდექსზე" ხელმოწერას ურჩევს.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა.