კელი დეგნანი და აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავენ - Palitra News

კელი დეგნანი და აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავენ

2020-12-31 16:03:24+04:00

კელი დეგნანი და აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავენ. როგორც კელი დეგნანი საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, 2020 წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო.

კელი დეგნანის თქმით, მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა.

ვიდეომიმართვაში კელი დეგნანთან ერთად ქართველ ხალხს ახალ წელს ულოცავენ ამერიკის ყოფილი ელჩები და საელჩოს თანამშრომლები და იხსენებენ, თუ რა ენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში.