ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეტყველებაში ჟურნალისტების გაწვრთნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი ალიბეგაშვილს სურს, მედიის წარმომადგენლებს სწორად მეტყველებაში ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, ამისათვის კი სახელმწიფოსგან რესურსების გამონახვას მოითხოვს. ალიბეგაშვილი ჟურალისტებს კეკლუცობასა და ტერმინების აღრევაშიც ადანაშაულებს. კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან. ბოდიში, მაგრამ ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“ - ამბობს მედიის წარმომადგენლებზე ალიბეგაშვილი. მეტყველებაში ჟურნალისტების დატრენინგების მომხრე, მასთან ერთად, “ქართული ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძეცაა.