ქეითი პერი Snoop Dogg-ს ანაცვლებს და Just Eat-ის სახე და ხმა ხდება. კონკრეტულ რეკლამას კი სწორედ ამ პარტნიორობის აღსანიშნავად გვთავაზობენ.„სტრატეგია იგივეა, ეს უბრალოდ განსხვავებული ნიჭია, ახალი ჟანრი, განსხვავებული გარეგნობა და შეგრძნება, იმისათვის, რომ იგი მესამე ნაწილისთვის კვლავ შევინარჩუნოთ“, — განმარტავს ტომ სმიტი, Just Eat Takeaway.com-ის წარმომადგენელი McCann London-ის კრეატიულ სააგენტოში.დიახ, Just Eat Takeaway.com-ის კამპანიებზე McCann London 2018 წლიდან მუშაობს, ამჯერად კი მათ მაყურებელი პერის გამოგონილ თოჯინების სახლში მიჰყავთ, სადაც მომღერალი Did Somebody Say-ის სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს. თოჯინების სახლში მას კურიერი მიაკითხავს და შეკვეთას მიუტანს, რაც საკმაოდ ბუნებრივად მოგეჩვენებათ, თუ იმას გაიხსენებთ, რომ Just Eat საკვების მიტანის სერვისს გთავაზობთ. შემდეგ კი მომღერალი საჭმელს სხვადასხვა სიტუაციაში მეგობრებთან ერთად მიირთმევს, რომელთა ადგილსაც ხშირად ძაღლებიც იკავებენ. აქ მსახიობებს ნაყინის კოსტიუმებშიც კი შეხვდებით… საინტერესოა ისიც, რომ ეს Just Eat-ის პირველი გლობალური კამპანიაა, მას შემდეგ, რაც იგი 2020 წელს Takeaway.com-თან გაერთიანდა. თანამშრომლობის შედეგად, ისინი 10 ისეთ ბაზარს დაუკავშირდებოდნენ, რომელთაც Just Eat-ის რეკლამა აქამდე არასდროს ენახათ, მათ შორის იყო გერმანია, ნიდერლანდები და პოლონეთი.