ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს,- ამის შესახებ თავად დაკავებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის საქმის მასალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია ათასი ლარის ოდენობით ქრთამის აღებაზე. ავოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ტარიელ თურმანიძე ბათუმში საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ.