ქედაში, სოფელ გეგელიძეებში, ბერიძეების საცხოვრებელ სახლთან წუხელ მეწყერი ჩამოწვა. შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბერიძეების ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან და შექმნილ სიტუაციას სწავლობენ.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციას, ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქედაში ოთხი მიმართულებით თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარობს. სოფელ ზონდაგის საბავშვო ბაღში კი სასწავლო პროცესი კონტინგენტის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა.